20:47 - 26 Mar, 2019
2019-03-13 16:58:52, 346 ნახვა
ჩუგოშვილი: მოსამართლეებზე კანონპროექტი მიწოდებულია და ვენეციის კომისია თავის დასკვნას სწრაფად მოამზადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი შეფასებების კუთხით, განსაკუთრებით, კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებების შეფასების კუთხით, ვენეციის კომისია ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოა.

„ისინი ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს სამართლებრივ სისტემას. წლებია, მათ შორის, მართლმსაჯულების თემებზე დასკვნებს ამზადებენ. ვენეციის კომისიამ, როგორც კი ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, მაშინვე გამოხატა მზაობა, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა. კანონპროექტი მიწოდებულია და ვენეციის კომისია მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს თავის დასკვნას.

რამდენიმე მთავარი პრინციპია, რაც გვაქვს გათვალისწინებული. პირველ რიგში, ეს არის ყველა ეტაპზე გამჭვირვალე პროცესი, როგორც იუსტიციის საბჭოს შერჩევის ეტაპზე, ასევე პარლამენტში. ასევე, პროცესი ითვალისწინებს კონკურენტულ ღია შერჩევას და ხანგრძლივ პროცედურას. სხვა კანონპროექტებზე ისინი დასკვნას არ მოამზადებენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ვენეციის კომისია თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ დოკუმენტზე ამზადებს ოფიციალურ დასკვნას.

„არ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა პროექტს მიაწოდებენ, გაეცნობიან, შეიძლება, გაითვალისწინონ კიდეც დასკვნაში, მაგრამ დასკვნას მოამზადებენ იმ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის გაგზავნილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics