15:43 - 22 May, 2019
2019-03-13 16:25:46, 524 ნახვა
იუსტიციის საბჭო: ნიკა მელიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მოსამართლემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 12 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა და გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს წლების წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ნებისმიერი მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, საქმის განხილვისას ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. შესაბამისად, მიუღებელია მოსამართლის გადაწყვეტილების დაკავშირება პოლიტიკურ მოტივებთან მხოლოდ იმიტომ, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტებს არ დაეთანხმა პროცესის მონაწილე მხარე. დაუშვებელია სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მათზე მუქარით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და შეურაცხმყოფელი, არაეთიკური გამონათქვამებით, რაც მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობით მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას“, - ნათქვამია იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics