18:08 - 18 Mar, 2019
2019-03-13 15:35:45, 197 ნახვა
ქოშიგორის დასახლებაში გზის რეაბილტიაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა  საბურთალოს რაიონში, ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არამარტო ცენტრალური რაიონები, არამედ დედაქალაქის გარეუბნებიც თანაბრად განვითარდეს.

 „ამ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. წვიმიან ამინდსა და ზამთარში საერთოდ შეუძლებელი იყო გადაადგილება. ეს ადგილი ძალიან სწრაფად ვითარდება. 200-მდე ადამიანი მუდმივად ცხოვრობს და მოსახლეობის რაოდენობა მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ამ გზის მოწესრიგება და ჩვენ ეს პროექტი განვახორციელეთ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ უბნებსა და ქუჩებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად ვითარდებოდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქოშიგორის ქვედა მონაკვეთსაც ჩაუტარდება.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1150 მეტრი სიგრძის მონაკვეთს, მოეწყო 5 მეტრის სიგანის საავტომობილო გზა გვერდულებით და დაიგო 5750 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.

გზის რეაბილიტაცია კომპანია „ენ სი სიმ“ აწარმოა. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 321 577 ლარი დაიხარჯა.

ქოშიგორის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოში ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.   

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics