15:22 - 22 May, 2019
2019-03-13 12:58:40, 382 ნახვა
მელია ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვაზე: დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს

 „ძალიან დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემდეგ, როდესაც თან დაგვცინეს, თან დაგვამცირეს და ისე მოგვიკლეს ვაჟკაცები, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მელიას შეფასებით, მსგავსი ფაქტების მიმართ ხელისუფლება სიმტკიცეს არ იჩენს.

არანაირი შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან - გიგა ოთხოზორიას მკვლელი ცნობილია, მაგრამ ისე გადაადგილდება როგორც ჩვენ. ყველაფერზე არიან დამთმობები, იქ სადაც სწორი და სახელმწიფოებრივი მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეთ. მაგალითისთვის ერთის მხრივ ხდება ის, რაც კვარაცხელიას შემთხვევაში - ახალგაზრდა ბიჭი, უბრალოდ მოგვიკლეს და იგივე ოკუპანტებთან, რუსულ "გაზპრომთან" ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ამის გარდა  აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის გახსნაზეც ყაბულსაა "ქართული ოცნება." რა არის ეს, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. შეშინებულები არიან დამფრთხლები არიან თუ შეგნებულად აკეთებენ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics