10:52 - 23 Mar, 2019
2019-03-13 12:44:51, 304 ნახვა
კალაძე: მეტროსადგურ „ავლაბარში “სამუშაოების ამ ფორმით წარმოება მიუღებელია - ყველა არსებული პროექტი გადასახედია

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებული პროექტი გადასახედია, რადგან ის არც დიზაინით და არც სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, მისაღები არ არის.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. კერძოდ, იმაზე, რომ აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება, რათა იგი ყველაზე კომფორტული და სწრაფი იყოს. მეტროსადგურების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც გვინდა. შესაბამისად, ვიწყებთ მათ რეაბილიტაციას, თუმცა გუშინ მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავეცანი და მიმაჩნია, რომ მათი წარმოება ამ ფორმით და დიზაინით, პირადად ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, ვინც ამას ნახავს, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. იმან, რასაც გავაკეთებთ, ათეულ წლებს უნდა გაძლოს და საუკეთესოდ უნდა იყოს შესრულებული. ვფიქრობ, რომ არსებული პროექტი გადასახედია, რადგან არც დიზაინით და არაფრით მისაღები არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, აღნიშნულ პროექტს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ ერთად გადახედონ, რათა მეტროსადგურში სამუშაოები რაც შეიძლება მალე განახლდეს.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics