12:39 - 19 May, 2019
2019-03-13 12:37:57, 398 ნახვა
ახალწვეულის ოჯახმა თავდაცვის უწყებას კიდევ ერთი, სავარაუდოდ ნაცემი ჯარისკაცის წერილი გადასცა

ნაცემი ახალწვეულის ეთნიკურად აზერბაიჯანელის ქაზიმ გახრამანოვის ოჯახმა თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ჯარისკაცის წერილი გადასცა, რომელსაც სავარაუდოდ, ფულს სძალავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯარისკაცი ამ დრომდე სასწავლო ცენტრში რჩება. მას ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.

ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ ჯარში ფულის გამოძალვის ფაქტი დაადასტურა.

აღნიშნული ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ იმ დანაყოფის მეთაურებს, რომლის წევრებიც ძალადობაში ბრალდებულები არიან.

ქაზიმ გახრამანოვის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

„რამდენადაც ვიცი, სერჟანტი მჭედლიშვილი უკვე გაათავისუფლეს, ის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ ყველზე სასტიკი იყო. სამხედრო ნაწილში მოსვლისთანავე მითხრეს რომ აქ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ხშირად სცემდნენ და ფულს ართმევდნენ. იგივე ჩემს მიმართაც განხორციელდა, ფულს სისტემატიურად მძალავდნენ“, - აღნიშნა ქაზიმ გახრამანოვმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics