18:09 - 18 Mar, 2019
2019-03-13 12:20:52, 232 ნახვა
კაპანაძე: თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უმკაცრესი რეაგირება უნდა ჰქონდეს

"თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მისი მკვლელები კი, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი", -ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

კაპანაძე მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა პირობებში იმყოფებოდა ირაკლი კვარაცხელია გარდაცვალებამდე. 

"მნიშვნელოვანია დადგინდეს არამარტო რა  ვითარებაში მოხდა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, არამედ თუ რა პირობებში იმყოფებოდა ის საპყრობილეში, ხომ არ იყო ნაწამები, ხომ არ იყო მის მიმართ სხვადასხვა არაადამიანური მოპყრობის მექანიზმები გამოყენებული და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასება. თუ დადგინდება, რომ ირაკლი კვარაცხელია მოკლულია, ან ნაწამები, მაშინ უნდა გვქონდეს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ქვეყანას. აუცილიბელია მოხდეს დადგენა იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია და ის ადამიანები უნდა იყვნენ შეყვანილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. მთავარი თემა უნდა იყოს მათი დასჯა, ვინც მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მას შემდეგ რაც ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი იქნება გადმოსვენებული, ნათელი მოეფინება რა მოხდა რეალურად’’, -  განაცხდაა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics