11:18 - 23 Mar, 2019
2019-03-13 12:10:14, 300 ნახვა
ზალკალიანი გალში 29 წლის ქართველის გარდაცვალებაზე: ყველა მექანიზმს ვიყენებთ, ობიექტური გარემოების დასადგენად

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით ამჟამად ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, დროულად დადგინდეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები.  
 
 „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით გუშინ ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოფილიყო ინფორმირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალურ წერმომადგენლებთან, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.", - განაცხადა ზალკალიანმა. 
 
ზალკალიანის თქმით, საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნული შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ პარტნიორი ქვეყანები და გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე მიეწოდება შესაბამისი ცნობები.  
 
მისივე განმარტებით, საქართველო ყველა მექანიზმს იყენებს ობიექტური გარემოების დასადგენად.
 
„მე მექნება ასევე კომუნიკაცია თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა ისინიც იყვნენ ჩაყენებული აღნიშნული ფაქტის შესახებ. ჩვენ ვიმყოფებით კომუნიკაციის მუდმივ რეჟიმში შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის სამართალდამცავებთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა დადგინდეს ამ ფაქტის ყველა ობიექტური გარემოება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics