12:39 - 19 May, 2019
2019-03-13 12:04:20, 340 ნახვა
„თიბისი ბანკმა“ იაპონიის, ყატარის და ნიდერლანდების კომერციული ბანკებისგან 25 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო

იაპონიის, ყატარის და ნიდერლანდების კომერციულმა ბანკებმა თიბისი ბანკს 25 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი გამოუყო. თანხა მთლიანად მოხმარდება თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების დაფინანსებას.

„თიბისი ბანკი“ მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან. მოზიდული საკრედიტო რესურსი ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ  თავიანთი ბიზნესაქტივობები სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც  იაპონიის  და ყატარის კომერციული ბანკებისგან საკრედიტო რესურსის მოზიდვა შეძლო.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics