02:59 - 24 Mar, 2019
2019-03-13 11:08:24, 321 ნახვა
დავითაშვილი: შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) გენერალური დირექტორის თანაშემწეს, აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, რუთ ჰუბერს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში აგრარული დარგის პოტენციალზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოსა და დონორო ორგანიზაციების, მათ შორის, შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)  მხარდაჭერით ხორციელდება.

„შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სააგენტო განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით. ჩვენ ბევრი ძალიან წარმატებული ერთობლივი პროგრამა გვაქვს განხორციელებული. დღეს ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომლებსაც სამინისტრო და შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოში განახორციელებს. პირველ რიგში ეს უკავშირდება მეცხოველეობის სექტორის წახალისებას, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაციას, სხვა მხარდამჭერ პროექტებს, რომელიც ქვეყანას სოფლის განვითარებაში  დაეხმარება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

„თქვენ ხართ წარმატების საუკეთესო მაგალითი.  თქვენი გამოცდილების გაზიარება და ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს როგორც მეცხოველეობის დარგის განვითარების, ასევე პროფესიული განათლებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების გაძლიერების მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics