12:52 - 19 May, 2019
2019-03-13 10:37:34, 490 ნახვა
„საქართველო - ნატოს ხუთოსანი მოსწავლე“ – „ამერიკის ხმა“

საქართველო-ნატო-ს ხუთოსანი მოსწავლე“ - სტატიას ამ სათაურით „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ის გახდება ალიანსის წევრი. მაშინ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ, განსაკუთრებით ის ქვეყნები რომლებიც წინ აღუდგენ შეერთებული შტატების ერაყში შეჭრას, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საელჩომ, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრს უმასპინძლა. დისკუსია საქართველო-ნატოს პარტნიორობას და თანამშრომლობას შეეხო.

„ჩვენ მივისწრაფით ნატოსკენ და ამ თვალსაზრისით საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, როგორც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით“ , - განაცხადა საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძემ "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

შეხვედრა პრესისთვის დახურულ ფორმატში გაიმართა, თუმცა დისკუსიის დასრულების შემდეგ გამომსვლელებმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის და საქართველოს ურთიერთობების შესახებ "ამერიკის ხმასთან" ისაუბრეს. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკლევარი იანუშ ბუკაისკი 2008 წლის ბუქარესტის სამიტს და შემდგომ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ 2008 წელს თბილისი რომ ნატოს წევრი ყოფილიყო რუსეთი საქართველოში არ შეიჭრებოდა. “მე მტკიცედ მჯერა საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი იქ არ შეიჭრებოდა და ტერიტორიას არ დაიკავებდა. თუ წარსულ შემთხევევებს შეხედავთ, ნახავთ, რომ რუსეთი ქვეყნებს ალიანსში შესვლამდე ემუქრება და არა ამის შემდეგ. ის აგრძელებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ მოქმედებას, თუმცა არ გამოიყენებს სამხედრო ძალას, რადგან იცის, რომ ნატო ბევრად უფრო დიდი და ძლიერია სამხედრო კუთხით, და სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მასში შეერთებული შტატებიც ჩაერთვება. ვაშინგტონთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი მოსკოვს ყველაზე ნაკლებად სურს“, - აცხადებს ბუგაისკი, რომელიც ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარია.

ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს კიდევ ერთი წევრი- ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდება. სკოპიესა და ათენს შორის, სახელწოდების გარშემო 30 წლიანი დავის გადაწყვეტამ, ბალკანეთის ქვეყანას მისცა შესაძლებლობა ალიანსში გაერთიანდეს. ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, რეიკა სამარკანდი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ადასტურებს რომ ნატოს კარი ღია რჩება.

„ჩვენ გადავდგით ისტორიული ნაბიჯი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოს ოჯახში და მოკავშირეებს შორის გაერთიანებით. ეს მნიშნელოვანია არა მხოლოდ ალიანსის წევრებისთვის და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, არამედ მომავალი წევრებისთვისაც. ახლა, რაც ხდება, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ უფრო და უფრო მზად ვართ, არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ საქართველოსთან თანამშრომლობა, არამედ იმისთვისაც, რომ მხარი დავუჭიროთ მის ინტეგრაციას ნატოში, და ღია კარის პოლიტიკა შევინარჩუნოთ... ერთი რამ ნათელია, რომ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას მოკავშირეების სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე გავლენა აქვს“, - თქვა სამარკანდიმ.

საქართველოს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ალიანსის ხუთოსან მოსწავლეს. თუმცა ვაშინგტონი და ბრიუსელი გადამწვეტი ნაბიჯის გადადგმისგან ამ დრომდე თავს იკავებენ. მიუხედავად დასავლეთში ამ საკითხზე მიმდინარე დებატებისა, ვაშინგტონში თბილისს მოუწოდებენ, რომ აღებული კურსი შეინარჩუნოს.

„ჩემს ქართველ მეგობრებს მოვუწოდებდი, რომ შეინარჩუნონ ნატოში გაწევრიანების იმედი. პრობლემები, რაც ალიანსს დღეს აქვს, გაივლის. უდნა გვახსოვდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაც კი, რომელსაც ხშირად აბრალებენ რომ ნატოს საკმარისად არ უჭერს მხარს, მტკიცედ ერთგულია ძლიერი ალიანსის. საქართველოს დასავლეთთან თანამშრომლობის გამორჩეული ისტორია აქვს, ყველა თანხმდება, რომ ადრე თუ გვიან საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ვიტყოდი, შეინარჩუნეთ გეზი“, - ამბობს დონალდ ჯენსენი ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, რომელიც 1949 წელს შეიქმნა 70 წელი უსრულდება. არსებობის განმავლობაში ნატომ მოახერხა მისი მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფა. თუმცა რუსეთის და ჩინეთის ძალაუფლების ზრდასთან ერთად, ალიანსი კარგად ნაცნობი, მაგრამ ახალი გამოწვევის წინაშეა“, - წერია სტატიაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics