10:53 - 23 Mar, 2019
2019-03-12 19:10:50, 394 ნახვა
ზაზა სარალიძე - მე და ჩემს ადვოკატს საქმის მასალების გასაცნობად, სათანადო პირობები არ შეგვიქმნეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მას და მის ადვოკატს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ შეუქმნეს სათანადო პირობები საქმის მასალების გასაცნობად.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროში უშედეგო აღმოჩნდა.

„ვერ დავარქმევ ამას შედეგს იქიდან გამომდინარე, რომ მართლა არც ვიცოდი, რატომ მოვდიოდი შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემთვის არასდროს არ აუკრძალია საქმის მასალების გაცნობა და არასდროს არ მქონია შეფერხება. მე მჭირდება ყველა საქმის მასალა აბსოლუტურად, ეს გამოყოფილი იქნება, გადაყოფილი იქნება, ძირითადი იქნება თუ რა იქნება. აბსოლუტურად ყველაფერს რომ მოაგროვებენ ერთად, მერე დამიძახებენ და გავეცნობით, ასე რომ ვთქვათ, კონსპორაციულ ოთახს თუ რასაც ეძახიან თვითონ, წყნარად რომ დავჯდეთ ჩვენთვის. გამომძიებელს ვეკითხები, რამდენი ხანი მოუნდი ამ საქმის მასალების გაცნობას მეთქი და ორი კვირა დღე და ღამე ვკითხულობდიო. ახლა 1 საათში რომ ვერ გავეცნობი მასალას, ხომ ფაქტია“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics