02:57 - 24 Mar, 2019
2019-03-12 18:58:16, 382 ნახვა
მდინარაძე - მედიაცია ბიზნესისგარემოს და ქვეყნის განვითარებისთვის მომგებიანია

 „ახალი ინიციატივა ბიზნესისგარემოს და ქვეყნის განვითარებისთვის მომგებიანია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპილოტე რეჟიმში მედიაცია საქართველოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც დახვეწილი კანონმდებლობის ფონზე, ხელს შეუწყობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავის გადაჭრის ალტერნატიული გზის არსებობას.

„დღეს ძალიან საინტერესო ინიციატივა გააჟღერა მთავრობამ.  საპილოტე რეჟიმში მედიაცია საქართველოში აპრობირებული პრაქტიკაა, თუმცა დახვეწილი კანონმდებლობის ფონზე, სრულყოფილად განხორციელება მედიაციის პროცესის, ხელს შეუწყობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავის გადაჭრის ალტერნატიული გზის არსებობას, რაც ბიზნესისთვის, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისათვის მომგებიანია.

ეს გზა აპრობირებულია აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში და  მიიჩნევა, რომ მედიაცია არის ალტერნატიული გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება ,როდესაც ორი კერძო სუბიექტი მედიატორის დახმარებით თანხმდება ერთმანეთში და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, გარდა სასამართლოსი.  როგორც ვიცით, საქართველოში სასამართლო ძალიან გადატვირთულია  და მის განტვირთვასაც ეს ყველაფერი ბუნებრივად შეუწყობს  ხელს. აქედან გამომდინარე, ჩვენ  ვიმსჯელებთ კანონპროექტის თითოეულ დეტალზე ,რომლის ძალიან საინტერესო პროგრესული და ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტი განხორციელდება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics