03:15 - 24 Mar, 2019
2019-03-12 18:40:22, 381 ნახვა
თალაკვაძე „გაზპრომზე“ - საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი ტრანზიტში და კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით

„საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით“, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის გაზის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი იქნება.

„ამ ხელშეკრულების განახლება ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ეს არის მიმდინარე ხელშეკრულება გაზის მიწოდების თაობაზე. მთავრობამ წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები, შესაბამისად,  ამ ხელშეკრულებით მივიღეთ ისეთი პირობები, სადაც საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი, როგორც ტრანზიტში, ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით.  თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას რომ ჩვენთვის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი იქნება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება იქნება სრულად დაცული. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაზის ფუნქცია ვერ ექნება ვერანაირად ამ ხელშეკრულების განახლების შემდგომაც. ეს არის ძალიან მნიშვნელვანი, რომ საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული მოწოდება,  აქვს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან ხელშეკრულება ამის თაობაზე და ამავე დროს რუსეთის მხრიდან გაზის მოწოდების თვალსაზრისით აქვს ასევე ხელშეკრულება, სადაც ჩვენს ქვეყანას, ბიუჯეტს აქვს კონკრეტული შემოსავალი და წელს ჩვენ მივიღეთ გაუმჯობესებული პირობები. ეს არის მთავრობის მხრიდან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგი“, - განაცხადა თალაკვაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics