12:45 - 19 May, 2019
2019-03-12 17:41:58, 641 ნახვა
სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ შემუშავდა.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

პროგრამის პირობები:

  • აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი,
  • აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში.
  • ასევე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

დაფიანსების მაქსიმალური თანხები:

  • 7 000 ლარამდე  ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
  • 15 000 ლარამდე  ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
  • 20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს   / საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; 
  • 35 000 ლარამდე  ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს   / საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

შერჩევის ეტაპები:

  • შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას წინასწარ შექმნილ სპეციალურ ლინკზე (რომელიც განთავსდება აღნიშნულ ვებ-გვერდზე www.enterprisegeorgia.gov.ge) და შევსებული დოკუმენტი იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე (grant@enerprise.gov.ge); განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ქართულ და აფხაზურ ენაზე.
  • პროგრამის მეორე ეტაპზე, სააგენტოს მიერ ხდება ბიზნესგეგმების შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით;
  • შერჩევის მესამე ეტაპზე, შერჩეული პოტენციური ბენეფიციარების სია წარედგინება კომისიას, რათა გამოავლინოს საბოლოო გამარჯვებულები;

დასაფინანსებელი მიმართულებები

  • პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მომსახურების სფერო.

 

 

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics