18:02 - 18 Mar, 2019
2019-03-12 16:38:13, 355 ნახვა
„ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა“ - სასამართლოში ბაგრატიონთა 2 შტოს შორის დავა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონთა ორ შტოს შორის სამეფო დავა მიმდინაროებს. 

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის არარსებული სამეფოს ტახტი და რომელი შტოა ჭეშმარიტად მეფური წარმომავლობის.

სასამართლოში იმყოფება დედოფალი ანა, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თაღლითია და ის სამეფო ორდენებს ყიდის. 

როგორც დედოფალის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განაცხადა, რამდენიმე ისტორიკოსი ესწრება. 

„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა. დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა", - აღნიშნა ლევან გორელაშვილმა.

ამასთან, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის სამეფო გვარის შთამომავლობის დასადასტურებლად დნმ-ის ანალიზის ჩატარებას სთხოვს. 

„სანდო წყაროთი ვიცი,რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლოს, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა.თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია", - განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics