03:00 - 24 Mar, 2019
2019-03-12 16:47:53, 332 ნახვა
არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება

მიმდინარე წელს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს დაემატება კიდევ ორი საელჩო,  არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია მოხდეს.

„ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ პოტენციალს ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობაში, ისევე, როგორც აზიის ქვეყნებთან, რომელთა ეკონომიკაც იზრდება ყველაზე სწრაფი ტემპებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics