18:06 - 18 Mar, 2019
2019-03-12 15:27:32, 294 ნახვა
პრემიერი TBC-ზე - ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ვხედავთ მცდელობას, ეს საქმე ანაკლიის პორტს დაუკავშირონ

„უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ პროექტის მშენებლობა რაც შეიძლება დროულად დაიწყოს. მოხდეს იმ რესურსების მობილიზაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა იქნა აღებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ანაკლიის პროექტი უსაშველოდ არ უნდა გაიწელოს

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მე გავაკეთე რამდენჯერმე კომენტარი ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, როცა ვხედავთ მცდელობას, დაუკავშირონ ის საქმე, რომელიც არის ძიებაში, კონკრეტული ტრანზაქციის და შესაძლო პიროვნებების მონაწილეობასთან დაკავშირებით ანაკლიის პორტთან. ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ანაკლიის პორტის იდეის განხორცილება დაიწყო რამდენიმე წლის წინ და სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის  ინიციატივით. 
არ გვსურს, რომ ეს საკითხი უსაშველოდ გაიწელოს. მოხდა რამდენჯერმე საკითხის გადავადება, ჩვენი ამოცანა, ისევე როგორც კონსორციუმის მონაწილეების, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს მშენებლობის პროცესი. ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და არა იმაზე, რომ ოდესღაც ვიღაცამ კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ პროექტის მშენებლობა რაც შეიძლება დროულად დაიწყოს. მოხდეს იმ რესურსების მობილიზაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა იქნა აღებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics