13:00 - 22 May, 2019
2019-03-12 14:56:44, 634 ნახვა
„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი, წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს

„რამდენიმე წელია, თბილისში გახსნილია ჩვენი ოფისი და წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის წყალობით“, - ამის შესახებ „სამსუნგის" ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრეი ლიმ კორეის ქალაქ სუვონში, "სამსუნგის" ციფრულ  ქალაქში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა "სამსუნგის" მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. კორპორაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ   განიხილავენ წინადადებებს საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით.

  „ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოსთან ასეთი ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა მომავალშიც გავაგრძელოთ“, - აღნიშნა „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტმა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics