02:55 - 24 Mar, 2019
2019-03-12 14:37:56, 381 ნახვა
„არ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი წულუკიანის გარეშე“ - პრემიერი არ აკონკრეტებს რა საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა

საქართველოს პრემიერ-მინიტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საკითხი, რომელზეც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დისკუსია მიმდინარეობდა ამოწურულია.

ამასთან, პრემიერმა არ დააკონკრეტა თუ რა საკითხთან დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა.

„მე არ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი თეა წულუკიანის გარეშე. მინდა განვაცხადო,რომ თეა არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მას აქვს დიდი წვლილი შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც გვაქვს. დიახ, არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაც არის, რომ მოვახდინო საკითხის შეჯერებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. საკითხი არის შეჯერებული და ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე - შესრულებულია თუ არა წულუკიანის ულტიმატუმი და ეხებოდა თუ არა საკითხი ციხეების მართვას, პრემიერმა ასე უპასუხა: "ულტიმატუმს აქ არავინ არ აყენებს". 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics