12:52 - 19 May, 2019
2019-03-12 14:29:02, 472 ნახვა
სოფო კილაძე ბუნდესტაგის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

სოფო კილაძე ბუნდესტაგის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრს, დოქტორ მატიას ბარტკეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. მათ შორის,  დასაქმების აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გერმანული გამოცდილება და ამ კუთხით გერმანიის საკანონმდებლო სიახლეები.

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია დასაქმების საპილოტე პროექტის შესახებ, რომელიც ნაძალადევის რაიონში, მის სამაჟორიტარო ოლქში გერმანული ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად.  პროექტის ფარგლებში მომზადდება დასაქმების სახელმწიფო მექანიზმის საპილოტე ვერსია, რომლის საფუძველზე ნაძალადევის ოლქში გადამზადდებიან და დასაქმდებიან სამუშაოს მაძიებლები. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის გავრცელდება მთელს საქართველოზე. სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით გერმანიის გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით.

შეხვედრა შედგა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics