02:57 - 24 Mar, 2019
2019-03-12 13:27:57, 363 ნახვა
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საკითხი, რომელზეც გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, ამოწურულია.

როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, იგი თანამდებობაზე რჩება და გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს.

„როგორც უკვე იცით, არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, წულუკიანი აცხადებდა, რომ მინისტრისა და სამინისტროს უფლებამოსილებების საკითხზე გუნდში განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და თუ მისი აზრი გათვალისწინებული არ იქნებოდა, თანამდებობას დატოვებდა. კონკრეტულად, რა საკითხზე იყო საუბარი, იუსტიციის მინისტრს არ დაუკონკრეტებია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics