20:51 - 26 Mar, 2019
2019-03-12 12:35:00, 281 ნახვა
კობახიძე: TBC საქმეზე ყველაფერი იქნება გამოძიებული, არ გადავიტანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში

 „ყველაფერი იქნება გამოძიებული, მათ შორის მთავარი საქმე. ის ძირითადი საქმე, რომელზეც არის საუბარი. ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ამ საქმეს, ყველაფერი იქნება გამოძიებული. ჩვენთვის მთავარია, რომ არ გადავიტანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის უამრავი მცდელობაა.

„მათ შორის, იმ სახით, რომ ოპოზიციამ, მაგალითად, დააინიცირა საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახლა არის, უფრო სწორად, ახლა არის დაწყებული გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ჩვენ არ უნდა გადავიტანოთ სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში და ყველას მოვუწოდებ ამისკენ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებასაც იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით,  რეაგირება ანონიმური წერილის საფუძველზე მოხდა.

„საერთოდ არ არის შედარებადი ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან. როდესაც ერთ შემთხვევაში კონკრეტულ უწყებას ევალება ნებისმიერ წერილზე რეაგირება, მათ შორის, ანონიმურზე, ეს არის ერთი შემთხვევა და როდესაც წინასწარ გპირდება კონკრეტული ბიზნესმენი იმას, რომ კომპრომატს გამოაქვეყნებს და ამ დროს ვერ აქვეყნებს კომპრომატს, ეს არის სრულიად სხვა შემთხვევა",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

  




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics