15:00 - 22 May, 2019
2019-03-12 11:24:32, 708 ნახვა
გორში 15 წლის მოზარდი გაუჩინარდა

გორში 15 წლის ბიჭს ეძებენ. აჩიკო ბერიძე გუშინ შუადღით სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. როგორც მოზარდის დედამ ლიკა ბერიძემ "ექსპრესნიუსს" უთხრა, მოზარდი ბებიასთან ჭალის დასახლებაში მიდიოდა, თუმცა, დანიშნულების ადგილზეც არ გამოჩენილა.

დედის ინფოერმაციით, მოზარდის დაკარგვის თაობაზე პოლიციას გამთენიისას შეატყობინა, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ ამოუღიათ.

 ოჯახი გორში ვერხვების დასახლებაში ცხოვრობს და ბიჭი ვერხვებისა და ჭალის მიმდებარე ტერიტორიიდან გაქრა.

"ექსპრესნიუსი" ფოტოს დედასთან შეთანხმებით აქვეყნებს. თუ ვინმემ ნახეთ მოზარდი გთხოვთ აცნობოთ პოლიციას.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics