12:41 - 19 May, 2019
2019-03-12 10:51:27, 633 ნახვა
ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მისი დაკავება 5 მარტს, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მოხდა.

 „გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151-ე და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის  - მუქარას და  ოჯახში ძალადობას“, - აცხადებენ შსს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება მეუღლის მიმართ მუქარას და ძალადობას.

ნაგლიაშვილს, საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა, მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა. აშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის არაერთხელ დაარღვია. მისი დაპატიმრება კი კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics