03:01 - 24 Mar, 2019
2019-03-12 10:04:32, 396 ნახვა
კორეასა და საქართველოს შორის სავაჭრო-საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხზე მემორანდუმი გაფორმდება

კორეის სავაჭრო-საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, - აღინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას შეხვედრაზე კორეული სააგენტოს უფროს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ჯონგჩუნ კიმთან. აღნიშნულ ორგანიზაციას მსოფლიოს 85 ქვეყანაში 127 წარმომადგენლობა აქვს.

შეხვედრაზე კორეული სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ვაჭრობისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რომლებიც მათ უცხო ქვეყნებში კორეული ბიზნესისთვის გააჩნიათ.  აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics