03:00 - 24 Mar, 2019
2019-03-11 20:09:12, 435 ნახვა
საზაფხულო რჩევები: როგორ შევიძინოთ გასაბერი აუზები იაფად?

ზაფხულამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ გადავწყვიტეთ წინასწარ შეგამზადოთ სეზონის ყველაზე პოპულარული შესყიდვებისთვის და მოგცეთ რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძინოთ ზაფხულის მთავარი და ბოლო წლებში ძალიან მოთხოვნადი გაგრილების საშუალება - გასაბერი აუზი.

აღნიშნული პროდუქტის პოპულარობა ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ ორი მსოფლიოში ძალიან ცნობადი ბრენდის, Bestway-ს და Intex-ის გამოჩენამ განაპირობა და ვინაიდან კარკასულებისგან განსხვავებით გასაბერი მოდელების ფასი შედარებით დაბალია, როგორც ინტერნეტ მაღაზიებში, ისე სტანდარტულ შოურუმებში ზაფხულის სეზონის გაყიდვების ჰიტი სწორედ გასაბერი აუზები გახლავთ ხოლმე.

ჩვენს მიერ ჩატარებული მცირე კვლევის შედეგად, რომელიც შარშანდელი ზაფხულის ფასებს ეფუძნება, თუ გსურთ გასაბერი აუზები იაფად იყიდოთ, უმჯობესია ინტერნეტ მაღაზიებს მიმართოთ და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  1. როგორც წესი, ინტერნეტ მაღაზიები უფასო საკურიერო მომსახურებას გთავაზობენ, რაც განსაკუთრებით დიდი ზომის აუზების შემთხვევაში ძალიან საჭირო და მოსახერხებელი სერვისია;
  2. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონების შემთხვევაში, მით უფრო, რომ რეგიონებში ამ ტიპის პროდუქცია ნაკლებად, მხოლოდ ზოგიერთ ქალაქში და ხშირად ძალიან ძვირადაა ხოლმე წარმოდგენილი. გამონაკლისია მხოლოდ ქალაქი ბათუმი;
  3. ონლაინ მაღაზიების უმეტესობას (მაგალითად isurve.ge, თავად მწარმოებლების ოფიციალური მაღაზიები და ა.შ.) აქვს განვადების სერვისი, რაც აუზების ყიდვას კიდევ უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის;
  4. განსხვავებით სტანდარტული სუპერმარკეტებისგან, სადაც ფართის შეზღუდულობის გამო ხშირად აუზის ყველა მოდელი გაშლილი (გაბერილი, აწყობილი) სახით არ არის ხოლმე წარმოდგენილი, ინტერნეტ მაღაზიებში ყველა მათგანის ვიდეო მიმოხილვას და დეტალურ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ;
  5. და რაც მთავარია - ფასი. ცენტრალური საწყობიდან (მომწოდებლისგან) მომსახურების წყალობით, ასევე ნაკლები ადამიანური რესურსის, იჯარის და სხვა ხარჯების მეშვეობით, ონლაინ მარკეტები დაბალი ფასის შენარჩუნებას ახერხებენ, რაც სასურველი პროდუქტის შედარებით იაფად ყიდვის საშუალებას გაძლევთ. შედარებისთვის, ანალოგიური პროდუქციის ფასები შეგიძლიათ გადამოწმოთ როგორც ქართულ ინტერნეტ მაღაზიებში, ისე მაგალითად amazon.com-ზე და დარწმუნდებით, რომ ხშირად ეს განსხვავება საკმაოდ დიდია.

დამატებითი რჩევის სახით გეტყვით, რომ ყიდვამდე აუცილებლად გადახედეთ მომხმარებელთა მიერ დატოვებულ კომენტარებსა და მიმოხილვებს, დეტალურად დააზუსტეთ აუზის პარამეტრები, მასალა, ზომები და მოხმარების პირობები, შეათანხმეთ მიტანის დეტალები და უკან დაბრუნების პირობები.

R




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics