12:42 - 19 May, 2019
2019-03-11 17:33:06, 610 ნახვა
გიორგი ქობულიამ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულია კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-თავმჯდომარე ჯუნდონგ კიმს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტო  „აწარმოე საქართველოში"-ს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და კორეის ბიზნესსექტორის 40-მდე წარმომადგენელი. გიორგი ქობულიამ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

 გიორგი ქობულიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობას ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში.

 „კორეელი ბიზნესმენების მხრიდან გაჟღერდა ინტერესი სოფლის მეურნეობის დარგში, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული  და ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით, სადაც ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული მაგალითი კომპანია „ქეი ვოთერსის" სახით,  რომელიც ნენსკრაჰესს აშენებს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, კორეის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-თავმჯდომარემ ქართულ მხარეს დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის პროცესში.

 „საქართველოში ვგეგმავთ ბიზნესფორუმის გამართვას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კორეელი ბიზნესმენები, ეს დაგვეხმარება, რომ მათ საქართველო უკეთესად გაიცნონ, ასევე კონტაქტების დამყარებაში. ვიმედოვნებ, კორეასთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება და კორეელები საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ინვესტორები გახდებიან", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics