12:41 - 19 May, 2019
2019-03-11 15:49:42, 613 ნახვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯეფრი საქსი ეწვია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ლაშა მიქავა და ეკატერინე მიქაბაძე მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ ეკონომისტ ჯეფრი საქსს შეხვდნენ.

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ჟან ფრედერიკ პოლსენი.

ჯეფრი საქსი თბილისში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი გახლავთ  ეკონომიკის ცნობილი პროფესორი, ბესტსელერების ავტორი, ინოვაციური პედაგოგი და მდგრადი განვითარების გლობალური ლიდერი. ჯეფრი საქსი გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის დირექტორი, გაეროს განვითარების გაფართოებული კომისიის კომისარი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერასის მრჩეველია მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში. 2001-2018 წლებში მას გაეროს გენერალური მდივნების, კოფი ანანის, პან გი მუნის და ანტონიო გუტიერასის  სპეციალური მრჩევლის პოზიცია ეკავა. ამასთან, პროფესორი საქსი კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორია.  2002-2016 წლებში იყო დედამიწის ინსტიტუტის (Earth Institute) დირექტორი.

ცნობილი ეკონომისტის განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი და ინტერესი მწვანე ეკონომიკა-მდგრადი განვითარების საკითხებია. „საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა დიდი კულტურით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს სურთ ეწვიონ ტურისტულად ამ ლამაზ ქვეყანას. ამ მიმართულებით არსებობს ბევრი შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარებისა და ამ განვითარებით მიღებული სარგებლის ქვეყნის მოსახლეობაში განაწილებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერის სისუფთავე, სუფთა ენერგიის წარმოება და ისეთი ავტომობილის მართვა, რომლებიც არ აბინძურებს ჰაერს. ეს ის საკითხებია, რომლებიც მთავრობასთან შეხვედრისას განვიხილეთ" - აღნიშნა საქსმა.

 ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ტურიზმი, სუფთა ენერგიის წარმოება და ა.შ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გარემოს, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, სოციალურ პროგრამებს.

„ჯეფრი საქსი მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტია, ამიტომ საინტერესო იყო მისი აზრი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების და რეფორმების შესახებ. ჩვენ გავაცანით საქართველოს ეკონომიკის განვითარების ჩვენეული ხედვა და პოლიტიკა, ასევე მოვისმინეთ მისი შეფასება ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ - უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი საქსი საქართველოს ეკონომიკური ზრდა-განვითარების  პერსპექტივებს მაღალ შეფასებას აძლევს", - აღნიშნა ეკატეინე მიქაბაძემ.

ჯეფრი საქსი თბილისში ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო წრეების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრებს გამართავს აკადემიურ წრეებთანაც.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics