12:56 - 19 May, 2019
2019-03-11 15:11:20, 746 ნახვა
მიხეილ ბატიაშვილი - მზად ვართ, საარჩევნო პერიოდში სკოლებში ინსპექტირება არ ჩატარდეს

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, რადგან სკოლებში ინსპექტირებასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, სახელმწიფო მზადაა საარჩევნო პერიოდში ამ პროცედურაზე უარი თქვას.

ბატიაშვილის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება პარლამენტის მხარდაჭერას საჭიროებს.

„ინსპექტირება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ, რადგან ასეთი პოლიტიკური ეჭვი ვრცელდება ხოლმე, მე თვითონ პარლამენტში ვიზიტის დროს დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, დეპუტატებმა იმსჯელონ, რომ საარჩევნო პერიოდში ასეთი ინსპექტირება არ განხორციელდეს, თუმცა ამას არ მივესალმები. ნებისმიერი განცხადების თაობაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება. უფლება არ გვაქვს, შევხედოთ უამინდობას ან პოლიტიკურ ამინდს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაკეთოთ შესაბამისი რეაგირება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, რომ საარჩევნო პერიოდში მოხსნილი იყოს ეს ინსპექტირება", - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედებისთვის იყენებდნენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics