15:37 - 22 May, 2019
2019-03-11 13:29:10, 806 ნახვა
დოლიძე - გამოფხიზლება ჯობს, მუდმივად კლანის ტყვეობაში ყოფნას, რომელშიც დღეს „ოცნების“ ბევრი წევრია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს, სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიციის დასაფიქსირებლად დიდი დრო დასჭირდა.

დოლიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ვითარება კიდევ უფრო გაართულა. 

"სამწუხაროდ, ერთი წელი დასჭირდა, რომ მკვეთრი და პრინციპული პოზიცია დაეკავებინა ადეიშვილის ნარჩენების მიერ სასამართლოს მართვასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია ასეთია – ადრე რომ ამოეღოთ „ქართული ოცნების“ წევრებს ხმა და მოესმინათ ჩვენი, არ გვექნებოდა ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოფხიზლება ჯობს, მუდმივად კლანის ტყვეობაში ყოფნას, როგორც დღესაც იმყოფება „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics