10:49 - 23 Mar, 2019
2019-03-11 13:19:21, 488 ნახვა
მეთოფიშვილი: ბესელიამ იღლიაში ამოიდო სასამართლოს თემა და სასამართლოს ლანძღვა-გინება დაიწყო

იურსიტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას რეალურად სასამართლოს საკითხი არ აინტერესებს.

მეთოფიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნებიდან" ბესელიას წასვლის მიზეზი, გუნდში არსებული დაპირისპირება გახდა.

„ორმაგი სტანდარტებით  ხელმძღვანელობს. არ ერიდება ტყუილის თქმასაც,  ცუდი ის არის, რომ უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებს. როგორც აწყობს ისე იქცევა. სინამდვილეში მას არ აინტერესებს სასამართლო, მას პრობლემა შეექმნა თავის პარტიაში და მოსამართლეების თემა ამოიდო იღლიაში და დაიწყო ლანძღვა-გინება. როგორც 2018 წელს ეკა ბესელიამ აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან შეხვედრისას განაცხადა - 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების  შემდეგ  მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და სახეზეა დადებითი შედეგი. როგორ შეიძლება 2018 წელს მოსწონებოდა სასამართლო და დღეს აღარ მოსწონს", - განაცხადა მეთოფიშვილმა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics