18:06 - 18 Mar, 2019
2019-03-09 18:38:00, 449 ნახვა
ოხანაშვილი - სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, თუმცა პარტიის განახლება აუცილებელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ გუნდის განახლება და განვითარება აუცილებელია.

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. რაც შეეხება თეა წულუკიანს, ის ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრია, რომელსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა აქვს გატარებული. შესაბამისად, ამ მიმართულებით მე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ გეტყვით, თუმცა შეიძლება ითქვას ის, რომ პარტიის განვითარება და განახლება არის აუცილებელი და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება“, - განაცხადა ანრი ოხანაშილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics