18:09 - 18 Mar, 2019
2019-03-09 13:10:32, 455 ნახვა
პოლიციამ კასპში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში მოქალაქეების კუთვნილ საცავსა და ორ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია და იქ არსებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს ფარულად დაეუფლა.

„პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ბინასა და სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics