12:59 - 19 May, 2019
2019-03-09 11:52:53, 1468 ნახვა
აშშ თურქეთს რუსული C-400-ის გამო აფრთხილებს

თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (C-400) შეძენას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება.

ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ პეჰონმა განუცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონისთვის გასაგებია თურქეთის მისწრაფება, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის სისტემა, თუმცა პეჰონის განმარტებით, C-400 თურქეთის აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობას შეზღუდავს.

ამასთან, 8 მარტს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა, რომ ანკარის მიერ რუსული C-400-ის შეძენა ამერიკული მოიერიშე F-35-ისა და საზენიტო კომპლექს „პატრიოტის“ თურქეთისთვის მიყიდვაზე გავლენას მოახდენს.

შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის (С-400) განთავსება ოქტომბერში იგეგმება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება






19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics