15:20 - 26 May, 2019
2019-03-08 16:18:32, 767 ნახვა
ზაქარია ქუცნაშვილი: როგორ შეიძლება დაადო ხელი გახარიას?!

"როგორ შეიძლება დაადო ხელი გახარიას”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტმა მამუკა ხაზარაძეს თავისი სიმართლის დასაცავად ასპარეზი მისცა. 

„მე ვისურვებდი ყველა ადამიანმა გაიმართლოს თავი,  ვიდრე მტყუანი აღმოჩნდეს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ქაღალდი მოიტანო, არ დაასახელო მომტანი და ამის დასადასტურებლად იძახო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო განცხადება გავაკეთე. მე ვერ დავიწყებ  შიშველი ხელებით ადამიანის დაბრალებას, ამიტომაც უფრო მეტი მოგვეთხოვება როცა ადამიანს აბრალებ და ეუბნები, რომ არ მწამდაო და გამაკეთებინეს ეს განცხადებაო. თუ არ გჯერა, რატომ აკეთებდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ განცხადებას? თუ ჟურნალისტები წარმოაჩენთ ამას, რომ მამუკა ხაზარაძეს მოსწონს ნაციონალური მოძრაობა და აიძულა ქართულმა ოცნებამ, რომ ცუდი ელაპარაკა,  მაშინ ამ კაცს უკეთებთ ცუდ საქმეს თქვენ, მედია. მე  ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მისცა მამუკა ხაზარაძეს ასპარეზი თავისი სიმართლის დასაცავად. ორი კომიტეტი ჩატარდა, დაუთმეს უმაღლესი ტრიბუნა” - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

მისი თქმით,  ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით მოიტანა თავისუფლება და თუ ვინმე ამ თავისუფლებას ბოროტად გამოიყენებს და შეეცდება სხვადასხვა ინტერესების გამო ვინმეს დაემუქროს, ის თავის თავს აყენებს დიდი დარტყმის ქვეშ.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics