18:02 - 18 Mar, 2019
2019-03-08 12:49:25, 483 ნახვა
შსს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის მე-6 მიკრო რაიონში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, თბილისში, გლდანის მე-6 მიკრო რაიონში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხნენ. თვითმხილველების განცხადებით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი, მათ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმელებმა მძევალი აიყვანეს და სწორედ მას შემდეგ მოახერხეს ტერიტორიიდან მიმალვა, თუმცა შსს-ს მძევლის აყვანის ფაქტზე ამ ეტაპზე არ ადასტურებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics