02:56 - 24 Mar, 2019
2019-03-08 12:39:53, 550 ნახვა
გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა მძევალი აიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ, მძევალი აიყვანეს.

თვითმხილველების ცნობით, სწორედ მძევლის აყვანის შემდეგ შეძლეს თავდასხმელებმა ტერიტორიის დატოვება.

„ამბობენ სამნი იყვნენო, არაფერი ვიცი. ისიც თქვეს, რომ ერთი თან წაიყვანეს და ერთი გაუშვესო,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რუსთავი 2“-თან საუბარში.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის არ ადასტურებენ.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესაბამისი დანაყოფები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics