15:19 - 22 May, 2019
2019-03-08 11:30:09, 809 ნახვა
გენერალურმა ინსპექციამ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საქმის შესწავლა დაიწყო

შსს-ს თანამშრომლებმა ბოლნისში ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულების ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"მიმდინარე წლის 13 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული  თ.ა. ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვანმა 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების  მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.
სამართალდამცველებმა თ.ა.-ს  პირადი ჩხრეკისას,  ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს ნივთმტკიცებად. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ- ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და  "ბ" ქვეპუნქტებით.  

რაც შეეხება მხილებული პირის ოჯახის განცხადებას, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს შესწავლა", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics