18:10 - 18 Mar, 2019
2019-03-07 18:46:56, 486 ნახვა
ლევან დავითაშვილი: საქართველოს სჭირდება მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთ-ერთი წყაროა ინვესტიციებისა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში იმისთვის, რომ მოდერნიზება მოხდეს და სტრატეგიული მიზნების შესრულება.

"სწორი საინვესტიციო გარემოს შექმნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სწორად რეგულირდება ახალ ორგანულ კანონში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შესახებ საკუთრების  საკითხი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს და პროგნოზირებადს გახდის ინვესტიციებს სასოფლო-სამეურნეო სექტორის მიმართულებით. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ აღებული პასუხისმგებლობა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების შენარჩუნება მოხდება  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არის გათვალისწინებული და  ასევე დაშვებულია სივრცე სხვადასხვა ფორმით უცხოელების მონაწილეობისთვის, რომელიც არის სწორი და დაბალანსებული მიდგომა“, - ლევან დავითაშვილი.

ამასთან, დავითაშვილის განცხადებით, „დაიწყო მექანიზაციის ხელშეწყობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 50% თანადაფინანსებით უზრუნველვყოფთ ყველა იმ ფერმერს, რომელიც დაინტერესებული იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. 

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრობლემაა სოფლად ტექნიკის არარსებობა. პრობლემის მოგვარების მიზნით, სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო აგროკრედიტითა და აგროლიზინგით მექანიზაციის დაფინანსება. 

ლევან დავითაშვილმა სურსათის უვნებლობის საკითხზეც ისაუბრა. 

„სურსათის უვნებლობის მიმართულებით  მნიშვნელოვნად  გააქტიურდა  სამომხმარებლო ბაზრისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი. არსებული მონაცემებით, კონტროლის მასშტაბი გაზრდილია,  თუმცა კონტროლის გაზრდის პარალელურად მცირდება სამართალდარღვევები“, - განაცხადა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. 

საზოგადების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის ნიმუშების კვლევის შედეგებზე და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ნიმუშის აღება ხდება.

„არსებული დარღვევები უკავშირდება იმ გამოწვევებს, რომლებიც მთავრობას აქვს. ეს არის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ამ კუთხით მჭიდროდ ვმუშაობთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics