15:21 - 26 May, 2019
2019-03-07 18:23:49, 873 ნახვა
დავითაშვილი: შეიქმნა სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას

„ჩვენ მივიღეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, შეიქმნა სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთი კოოპერატივების ჩამოყალიბებას", - ამის შსახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

დავითაშვილის თქმით, 1000-ზე მეტი ასეთი კოოპერატივია, ეს თვისობრივად ახალი ფორმაა: 

"ჩვენ უნდა შევძლოთ კოოპერატივების გაძლიერება, არა რაოდენობის გაზრდა, არამედ მათი გამსხვილება, როგორც ეს არის ევროპის ქვეყანებში. საქართველოს მასშტაბით 1111 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელთა სწრაფი განვითარებისათვის შემუშავებულია და ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 210-ზე მეტ მეპაიეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 2000 ფურზე მეტს შეადგენს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 204 მეპაიე, მობილიზებული ვენახის რაოდენობა 219 ჰა-ს შეადგენს. ყურძნის გადამმუშავებელი 5 კოოპერაციული საწარმო უკვე ამოქმედდა, 5 საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში, 2018 წელს 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 300-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული საქონლის რაოდენობა კი 2200 ფურს შეადგენს. მათ 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები და თანადაფინანსებით საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა, მიმდინარეობს საწარმოს აღჭურვა, საწარმო დღიურად 1,5 ტონა რძეს გადაამუშავებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას, ბრენდირებას გულისხმობს", - განაცხადა მინისტრმა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics