18:08 - 18 Mar, 2019
2019-03-07 18:11:27, 500 ნახვა
ქადაგიძე: ჩვენების მიცემის პროცესმა დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს

"ჩვენების მიცემის დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

ქადაგიძის თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას საგამოძიებო კომისია, სადაც ყველა მოხელე არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს. 

"ვფიქრობ, რომ ეს საკითხი თავისი მასშტაბიდან, მოცულობიდან და შინაარსიდან, ჩართული პირებიდან გამომდინარე და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ, საჭიროებს არგუმენტირებულ და მკაფიო პასუხებს. ეს პასუხები შეიძება იქნას მირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მოქმედი და ყოფილი მოხელე, საჯაროდ გააკეთებს განმარტებებს. ეს არ არის რიგითი ამბავი. ჩვენების მიცემის დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს. ძირითადი კითხვები ეხებოდა ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობებს და კონკრეტულ აქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის რთულ პერიოდს ეხება", - განაცხადა ქადაგიძემ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics