18:07 - 18 Mar, 2019
2019-03-07 17:56:15, 462 ნახვა
გიორგი ქადაგიძე TBC-ის საქმეზე სასამართლო წესით ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ის „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლო წესით ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის.

როგორც ქადაგიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალური საჯაროობა იყოს. 

„რა ტრანზაქციაზეა საუბარი, როგორ არის საუბარი, სად გადაირიცხა ფული, მართლა გადაირიცხა თუ არა ეს ფული, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდება ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია. ამიტომ არის აუცილებელი მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა, ასევე იმ ძალიან ხმაურიან განცხადებებზე პასუხები, რომლებსაც საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტზე მოვისმინეთ. ყველაფერი დანარჩენი, გარდა 100%-იანი საჯაროობისა, გამჭვირვალობისა მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. საუბარი არის საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა. სასამართლო წესით ცხადია მზად ვარ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის. ეს ყველას ინტერესშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობა იყოს უზრუნვეყოფილი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics