16:47 - 20 May, 2019
2019-03-07 08:06:32, 790 ნახვა
გიორგი ქადაგიძე ჩვენებას სასამართლოში მისცემს - ის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში მის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება.

როგორც ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ქადაგიძემ განმარტა, რომ ის ჩვენებას სასამართლოში მისცემს.

გარდა ამისა, სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

"ძვირფასო მეგობრებო, მინდა მცირე განმარტების გაკეთება. მივიღე უწყება „ თიბისის საქმეზე“ მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით, არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება. აქვე ვიტყვი, რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები გააკეთებენ განმარტებებს და უზრუნველყოფენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას. სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ცხადია აუცილებლად მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს მიმდინარე პროცესებთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. პ.ს. როგორც ჩემი დამოკიდებულება და მცირე პოლიტიკური ჟესტი ამ საქმის მიმართ, სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე“, - წერს გიორგი ქადაგიძე.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






კიევში ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია ჩატარდა
გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს მასშტაბით აქციებს იწყებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics