11:14 - 23 Mar, 2019
2019-03-06 21:51:45, 610 ნახვა
მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და წარმომადგენლებს შეხვდა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ იმსჯელეს და შემუშავებული კანონპროექტი განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი პასუხობს ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს და  უზრუნველყოფს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას, საჯაროობას, ღიაობასა და საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას.

„წარმოდგენილი კანონპროექტით ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცესს, რომელიც იქნება რამდენიმე ეტაპიანი, ხანგრძლივი და გამჭვირვალე. ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მოსამართლე და არა მოსამართლე წევრები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრებოდნენ, ძირითადი მოთხოვნა იყო, ყოფილიყო უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი კონტროლი, ტრანსპარენტულობა და ხანგრძლივობა. ამ რამდენიმე ეტაპიანი პროცესით, რომელიც ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდგომ, პარლამენტში წარიმართება, სწორედ ეს იქნება უზრუნველყოფილი, რის შედეგადაც საზოგადოებას ექნება ძალიან კარგი კონტროლის მექანიზმი, როგორ წარიმართება  გასაუბრებების, წარდგენის, შემდგომ საქართველოს პარლამენტში გასაუბრების პროცედურა",- განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„გვექნება საკომიტეტო მოსმენები, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიციები წარმოაჩინოს და იქ დადასტურდება, რომ ეს კანონპროექტი პასუხობს როგორც ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს, ასევე, უზრუნველყოფს ტრანსპარენტულობას, საჯაროობას, ღიაობას, პროცესის ხანგრძლივად წარმართვის შესაძლებლობას და რაც მთავარია, შედეგად - საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას და ამ პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობას",- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტი უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics