16:23 - 21 Apr, 2019
2019-03-06 11:59:22, 1251 ნახვა
დარღვევები, რომელიც აუდიტის სამსახურმა ქუთაისის, რუსთავის, საჩხერის და წალენჯიხის თვითმართველობებს აღმოუჩინა და პროკურატურას გადაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამტრედიის, ქუთაისის, რუსთავის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა.

საუბარია, შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში დაფიქსირებულ სისტემურ და კომპლექსურ დარღვევებს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის და მერიის შემთხვევაში,  აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ დაწესებულებისათვის არსებობს თანხების რაციონალური და გონივრული ხარჯვის ვალდებულება, რაც მუნიციპალიტეტმა არ დაიცვა. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებებზე 2016-2017 წლებში გასწია არაგონივრულად მაღალი ხარჯი, მათ შორის არასოციალურ რეკლამაზე, რომლის დაფინანსებაც არ იყო მიზანშეწონილი. 

ქუთაისის მერიის დოკუმენტების შესწავლის შედეგად აუდიტორმა დაასკვნა, რომ  მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის განყოფილება შექმნილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, განყოფილებას არ შეუსწავლია მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა, არ გამოუვლენია რაიმე სახის მიგნება და არ გაუცია საჭირო რეკომენდაციები. შესაბამისად, მერიის შიდა აუდიტის განყოფილება
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციას პრაქტიკულად არ ასრულებს. რეკომენდაცია №16: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის ჩამოყალიბება. შიდა აუდიტის სამსახურმა საქმიანობა წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის გაუმჯობესება არსებული რისკების შეფასებითა და მოქმედ
კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის გზით. ამასთანავე, შეიმუშაოს რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი გარემოება:  2016-2017 წლებში ხობის მუნიციპალიტეტმა დამხმარე და
შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაში დახარჯა 352.4 ათასი ლარი. აქედან, 2016 წელს - 74.8 ათასი ლარი, ხოლო 2017 წელს - 277.6 ათასი49. 2016-2017 წლებში შრომითი 48 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლები 7,8. 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. 49 2017 წელს დაფინანსება ძირითადად გაიზარდა გამგებლის წარმომადგენლებთან შრომითი ხელშეკრულებების
გაფორმების გამო.
2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 40 ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა პერიოდში დაიქირავა 5- დან 15-მდე მოსამსახურე50. მუნიციპალიტეტმა შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა და შტატგარეშე მოსამსახურეები 2016-2017 წლებში დაიქირავა შემდეგი ფუნქციების შესასრულებლად:
- საკრებულოს სხდომების ორგანიზება; - არქივის წარმოება; - წვევამდელთა გაწვევა; - მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; - მშენებლობის საკითხები და სხვ. მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები არ შეიცავს დროში განსაზღვრულ დავალებას. ხელშეკრულებები ძირითადად მოქმედებდა მთელი წლის პერიოდისათვის51 და დაქირავებულის ფუნქცია შტატით განსაზღვრული თანამდებობების
ანალოგიურია. კერძოდ, ითვალისწინებდა ისეთ მუდმივ საქმიანობას, რაც მუნიციპალიტეტის ძირითადი საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული წინააღმდეგობაშია შტატგარეშე მოსამსახურის დაქირავების პრინციპთან.


აუდუტის სამსახურმა საჩხერეში გამოავლინა შემდეგი გარემოება: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია შიდა აუდიტის სამსახური. სამსახურის მიზანია მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. საჩხერის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი: 2016 წელს სამსახურმა ჩაატარა 13 აუდიტი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ- ებსა და შპს-ებში, მათ შორის 5 წინა პერიოდში გაცემული რეკომენდაციების შესრულების
მონიტორინგის აუდიტი. 2017 წელს შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 15 აუდიტი ა(ა)იპ- ებსა და შპს-ებში, მათ შორის 12 ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესაბამისობაზე, გარდა ამისა ჩატარდა ერთი აუდიტი, რომელიც ითვალისწინებდა საჩხერის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციის მასალების შესწავლას. მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურს არ განუხორციელებია მერიის სამსახურების
საქმიანობის შესწავლისა და რისკის შეფასების სათანადო პროცედურები. აღნიშნული
პროცედურების საფუძველზე უნდა მომხდარიყო მერიის საქმიანობაში ძირითადი
რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. მუნიციპალიტეტში
არსებულმა ფინანსური მართვისა და შიდა კონტროლის სისტემამ ძირითადად ვერ
უზრუნველყო გამოევლინა ის უზუსტობები, რომელებიც აღნიშნულია სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის ანგარიშში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics