06:11 - 21 Apr, 2019
2019-02-28 11:27:26, 1460 ნახვა
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე ვერ შეთანხმდნენ

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სამიტის ფარგლებში განსახილველ მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, - ამის შესახებ BBC "თეთრ სახლზე" დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლიდერები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე მსჯელობდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, "ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა მხარეები მზად არიან მომავალშიც შეხვდნენ ერთმანეთს". 

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, კიმ ჩენ ინი მზად იყო შეთანხმებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას სანქციები მოეხსნებოდა.

"ამის გაკეთების სურვილი არ მქონდა", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

მედიის ცნობით, ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა სასტუმრო, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა უკვე დატოვეს. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები დროზე ადრე დასრულდა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics