18:09 - 18 Mar, 2019
2019-02-27 16:01:51, 877 ნახვა
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს: თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ, თქვენს ქვეყანას დიდი მომავალი ელის - ვიდეო

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ მოლაპრაკებები წარმატებული იქნება. 

"ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა ურთიერთობებში. ბევრჯერ მითქვას და ახლაც გავიმეორებ, რომ თქვენს ქვეყანას წარმოაუდგენელი, ულიმიტო ეკონომიკური პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, რომ თქვენს ქვეყანას შესანიშნავი მომავალი აქვს. თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ", - მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს. 

თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა იმედი გაქმოთქვა, რომ ერთობლივი შეხვედრა დიდი შედეგის მომტანი იქნება და ამას ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი ნაწილი, რომლის მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა, ხვალ შედგება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მაშინ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა  კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.

 








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics