18:11 - 18 Mar, 2019
2019-02-20 18:06:40, 1605 ნახვა
ვენესუელის ჯარი საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს

ვენესუელის ჯარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნასტან დაკავშირებით საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს, - ამის შესახებ DW იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა და ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა ვლადიმირ პადრინომ მიიღო. 

მედიის ცნობით, ნიკოლას მადურო დახმარებას რუსეთოსგან ელოდება. სამხედროებმა მიიღეს დავალება, რომ ქვეყნის "ტერიტორიული მთლიანობა" დაიცვან. 

მანამდე ვენესუელის პრეზიდენტმა, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც აღიარებს, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს მოუწოდა, რომ აშშ-დან ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანას ხელი არ შეუშალოს. ტვირთი მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს მოიცავს. 

ამასთან, გუაიდომ სამხედროებისაც მოწოდება კონსტიტუციის მხარეს დადგნენ და ტვირთის შემოტანას ხელი არ შეუშალონ. 

თავის მხრივ ნიკოლას მადუროს განცხადებით, ის აშშ-დან გამოგზავნილი ტვირთის შემოშვლას არ დაუშვებს, რადგან შესაძლოა ვაშინგტონმა ვენესუელაში საკუთარი სამხედროები განათავსოს. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის გარდა, ჩინეთიდან, თურქეთიდან და გაერო-დან ელოდება. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics