07:10 - 23 May, 2019
2019-02-20 11:31:06, 1851 ნახვა
თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019-ის ფარგლებში ქართულმა მხარემ საერთაშორისო დელეგაციებს უმასპინძლა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და „დელტას” წარმომადგენლობა შეხვდა პარტნიორებს და უმასპინლა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქციით დაინტერესებული კომპანიებისა და ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთა შორისაა ყაზახეთი, ინდონეზია, განა, პაკისტანი და ა.შ.

17-21 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „IDEX-2019”, სადაც წარმოდგენილი იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საზღვაო ხომალდები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და სარაკეტო სისტემები, შვეულმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო შეირაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია, დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვის და კავშირგაბმულობის სისტემები, რადიოქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება, ისე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულის და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ წარმოადგინა ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, რომელთა შორის არის ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილი ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი, მოდიფიცირებულ ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიულ შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებულ ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი GNM-60, მოდერნიზებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანას სატევარი-2, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელები.

აღნიშნულ გამოფენაზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა  ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

 

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics